აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, სენაკში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიაში ჩაერთო

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და, ასევე, სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.

ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება და იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით იმართება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 226 თბილისში გამოვლინდა, 304 იმერეთში, 232 აჭარაში
შემდეგი სტატიანარმანია – ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია