ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი – კახა კალაძის ნარკოტესტის ბიოლოგიური მასალა სუფთაა

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, გური მენაბდიშვილის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ნარკოტესტის ბიოლოგიური მასალა სუფთაა. ამის შესახებ მენაბდიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში განუცხადა, სადაც კალაძემ მისივე ინიციატივით, როგორც მერობის კანდიდატმა ნარკოტესტი ჩააბარა.

“მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურში მისაღებ კანდიდატებს არანაკლებ ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ევალებათ ტესტის ჩაბარება. ეს არის “მორფინის ჯგუფი”, “მარიხუანა”, “ამფეტამინი”, “მეტადონი”და “ბუპრენორფინი”. თუმცა, ბატონი კახის ინიციატივით, ამ ხუთ ჯგუფს დაემატა სამი ჯგუფი, ეს არის “კოკაინი”, “მეტამფეტამინი” და ე.წ “ექსტაზი”. რვავე ნივთიერებაზე კანდიდატის შემოწმებისას მიღებული იქნა უარყოფითი შედეგი. ანუ ბიოლოგიური მასალა სუფთა აღმოჩნდა”, – განაცხადა გური მენაბდიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება
შემდეგი სტატიაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 326 033​ აცრაა ჩატარებული