ნაცვლიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო არალეგიტიმურად მუშაობას, რაშიც მას “ქართული ოცნება“ უწყობს ხელს

რა ლეგიტიმაცია გააჩნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტს ასარჩევად მოსამართლეობის კანდიდატები წარუდგინოს, რომელიც რამდენიმე თვეა კონსტიტუციური ფორმულით არ მუშაობს?! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა ხელოვნურად შეფერხებულია პროცესი, როდესაც პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ კუთვნილი კვოტით საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს.

ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით კონკურსი იმიტომ არ ცხადდება, რომ “ქართულ ოცნებას“ ხმები არ ჰყოფნის. “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი წევრის არჩევა რაიმეს გაფორმება კი არ არის და ეს ადამიანები ეგზოტიკური ცხოველები კი არ არიან, ისინი კანონის მიხედვით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოების ინტერესების დასაცავად უნდა მიავლინოს. თქვენ კანონის დარღვევით უკვე მერამდე თვეა ამ პროცესს აფერხებთ. საბჭოში საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ასარჩევი ხუთი ადამიანი წარმოდგენილი არ არის. კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზე არ ცხადდება იმიტომ, რომ მათ ასარჩევად “ქართულ ოცნებას“ ხმები არ ჰყოფნის – ოპოზიციის ხმები სჭირდება! “ქართულ ოცნებას“, რომელსაც ყველაფერი ერთპიროვნულად შეუძლია, არ უნდა შევიდეს პროცესში, სადაც ხმები აკლდება და კონსესუსური კანდიდატი ეძებოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არალეგიტიმურად მუშაობს, რაშიც მას “ქართული ოცნება“ უწყობს ხელს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“ამ ფარსში მონაწილეობა არის სირცხვილი! შეგიძლიათ ჩაიხედოთ” – ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს სარკე მიუტანა
შემდეგი სტატიათბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება