“ამ ფარსში მონაწილეობა არის სირცხვილი! შეგიძლიათ ჩაიხედოთ” – ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს სარკე მიუტანა

“ამ ფარსში მონაწილეობა არის სირცხვილი, მაშინ, როდესაც თქვენ სამართლიანობაზე და პატიოსნებაზე საუბრობთ”, – ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მან მოსამართლეთა მოსმენა პროტესტის ნიშნად დატოვა და კანდიდატს ტრიბუნასთან სარკე დაუდო – “შეგიძლიათ ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავი”.

“სად არის თქვენი ხმა ამოღებული, იმ უსამარცხვინოესი განცხადების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა, რომ ევროპა ერევა ჩვენ საქმეებშიო. სტრასბურგში რომ წაბრძანდით თქვენ მაშინაც ასე ფიქრობდით, რომ ერეოდნენ თქვენ საქმეებში?!

კითხვები ძალიან ბევრი შეიძლება მქონდეს კანდიდატებთან და აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიუხედავად ამ ძალიან არაჯანსაღი ვითარებისა საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს მაინც ტაქტიკურად რომ იჯდეს და კითხვები დასვას. მე არ მაქვს კითხვები არც თქვენთან, არც დანარჩენ კანდიდატებთ”, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.

მანვე აღნიშნა, რომ გაუგებარია, რა უნდა კითხოს უზენაესის მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძეს, რომელმაც 14 წუთში 3 პირი გაასამართლა და მათ 13-13 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული მოსამართლე ასევე ხელს აწერს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას.

“პრობლემა მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ სასამართლოში, თქვენი დუმილით და სადაც ადგილს მიგიჩენენ იმით რომ კმაყოფილდებით და ასრულებთ არსებულ დავალებებს, აი მაგიტომ ამ ქვეყანაში ტრიალებს ძალიან დიდი უსამართლობა, ძალიან დიდი უსამართლობა რომელსაც პატრონი არ ჰყავს, გამომძიებელი და მომკითხავი არ ჰყავს”, – უთხრა ნაცვლიშვილმა კანდიდატს.

წინა სტატიაშისამართალდამცველები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აჭარის მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო არალეგიტიმურად მუშაობას, რაშიც მას “ქართული ოცნება“ უწყობს ხელს