„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ

დავიწყებ მადლობით და ამ მადლობას ვეტყვი ზვიად კვაჭანტირაძეს, მიუხედავად იმისა, როგორი შედეგით დასრულდება კენჭისყრა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლე ეპიზოდიანი, მაგრამ ბევრის მთქმელი პროცესი. რასაც საზოგადოება უყურებს, რა სახე მიიღო პარლამენტმა. იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდიოდეს მის კოლეგას, რომელსაც მასზე დიდი გამოცდილება აქვს საპარლამენტო მუშაობის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო, ძალიან რთულ პერიოდში იყო წინა მოწვევის პარლამენტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ავტორი, უთხრას მადლობა, ამის ნაცვლად ტრიბუნასთან დადგა პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და თქვა, რომ ცუდად მუშაობდაო, თან გალანძღა. პოლიტიკური სასჯელი ჰგონია ახლა თანამდებობიდან რომ გადააყენებს, საერთოდ ვისაც თანამდებობაზე ყოფნა ჯილდო ჰგონია, ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. ვინც ვერ აცნობიერებს, რომ თანამდებობის გამო, არც ერთი მორალური ზღვარი არ უნდა გადალახო, ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა, იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია თანამედროვე შარიკოვებს, მე ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. ეს არის ის, რაც მე მაწუხებს იმ ადამიანს, რომელსაც არ შეიძლება მქონდეს გულგრილი დამოკიდებულება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე თანამდებობაზე იქნება თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„თანამდებობას რომ სასჯელად იყენებთ, ან შემაკავებელ ფაქტორად, რას დაამსგავსეთ ან ეს პარლამენტი, ან ეს ქართული რეალობა, ამას შეხედეთ, ამ ყალბი პათეტიკით ლაპარაკს თავი დაანებოს ზოგიერთმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებს ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, სადაც ვაჟკაცობისა და თავდადების ფასი იყო გარეთ გამოსვლა. აქ ნუ იყურებით მუსკულებზე, თავი დაანებეთ ამ რეპლიკებს, ეს დაჩისაც ეხება და ბევრ დაჩის კიდევ, მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც გინდათ რომ მიიღოთ“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ეკა ბესელიას პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს
შემდეგი სტატიაუმრავლესობამ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა – ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება