უმრავლესობამ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა – ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს. საკითხზე კენჭყისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხს რამდენიმე კვირაში მიუბრუნდებიან.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვინც მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ
შემდეგი სტატიათემქაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა