”ნაციონალური მოძრაობის” წევრი – ამომრჩევლებმა დაპირების შესრულების სანაცვლოდ, ჩინოვნიკებისთვის გაზრდილი ხელფასები მიიღეს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციამ თვითმმართველობის 100 – დღიანი მუშაობა შეაჯამა. საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას განცხადებით, ამომრჩევლებმა დაპირებების ნაცვლად “ქართული ოცნებისგან” რაც მიიღეს, ეს ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ბიუროკრატიაა. მისი თქმით, მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი ინიციატივა.

“თვითმმართველობის არჩევნებიდან გავიდა სამი თვე და ჩვენ შევაჯამეთ ხელისუფლების 100 – დღიანი მუშაობა. ამომრჩევლებმა დაპირების შესრულების სანაცვლოდ, ჩინოვნიკებისთვის გაზრდილი ხელფასები მიიღეს, გაზრდილი ბიუროკრატია, ახალი ფრაქციები, რომელთა ხელფასებზე დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა 4 ახალი ბაღის ასაშენებლად, ასევე პრემიის სახით გაცემული 55 000 ლარი, საკმარისი იქნებოდა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც შუქი ჩაუჭრეს გადაუხდელობის გამო. რაც მთავარია, უდიდესი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქში გაუქმდა კულტურის სამსახური. ეს ნიშნავს, რომ მთავრობისთვის კულტურა პრიორიტეტული არ არის. ამასთან, ჩვენი ინიციატივები 100 – ლარიანი კომუნალური ვაუჩერის, 50 – ლარიანი ვაუჩერი პენსიონერებისთვის, 50 000 ლარი ყველ სკოლას უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად, პარკირების განახევრება და სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება, არ აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის” პრიორიტეტი და მთავარი ხელფასების გაზრდა და პრემიის აღება ყოფილა”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის“
შემდეგი სტატიაფარცხალაძე გახლავთ პრინცის, ბერა ივანიშვილის მეგობარი და მეეჭვება პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე – დათუკიშვილი