„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს ევროპულ პერსპექტივას და მათ აქვთ სხვა პოლიტიკური მიზანი, სურთ არა ევროინტეგრაცია, არამედ ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა – ოხანაშვილი

საკითხი დაისვა, რომ ოპოზიცია უნდა გვენდოს თუ არა, უკაცრავად, მაგრამ ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ერთად შევძლებთ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ახლა კონსტრუქციული მუშაობის დროა.

„ევროკომისია ენდო და რას ნიშნავს, ოპოზიცია უნდა გვენდოს თუ არა, უკაცრავად, მაგრამ მაგიდის აყირავების მსგავსი მიდგომაა, რაც ევროკომისიისთვის ბოიკოტს და მაგიდის აყირავებას ნიშნავს. არ მგონია, ეს სწორი იყოს. ულტიმატუმის უფლება არ გვაქვს, კონსტრუქციულად უნდა ვიმუშაოთ. უნდა გაკეთდეს მონიტორინგი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რიტორიკის. ეს ნიშნავს არა ცენზურას, არამედ სტანდარტს და დამოკიდებულებას ამომრჩევლის მიმართ, აგრესიული კამპანიის შემცირებას. ეს გამოქვეყნდება ხოლმე, რომ თითოეული პოლიტიკოსი დაფიქრდეს, მის გამონათქვამებზე. აგრესიული კამპანიის ინიციატორები და მოპასუხეები არ უნდა ვიყოთ. ვთანხმდებით, რომ აგრესიული კამპანია მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ბრალდებებით, აგრესიით და ცილისწამებით, არამედ საქმიანად. თანამშრომლობაზე გადასვლა ყველამ უნდა შევძლოთ, ეს ვერ მოხდება, თუ ერთმანეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის რეჟიმში ვიქნებით.

მზად ვართ, ეს რიტორიკა შეიცვალოს და ერთმანეთთან კომუნიკაციას ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მონიტორინგს დაექვემდებარება და ეს ნიშნავს არა ვინმეს სანქცირებას, არამედ ყველაფერის გასაჯაროებას ვის რა რიტორიკა აქვს, ევროპელი კოლეგები დაინახავენ, ვინ რას აკეთებს. ორშაბათს შედგება სასამართლო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც არის შემქნილი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. შალვა პაპუაშვილთან ერთად შევიკრიბებით. აგრესიული რიტორიკა სულ მცირე ექვსი თვე გვერდით უნდა გადაიდოს, უნდა ვეცადოთ და შედეგს გამოიღებს თუ არა, ვნახოთ. შედეგიანი იქნება, თუ კონსტრუქციულები ვიქნებით. მონიტორინგი აჩვენებს, ვინ რა გზას ირჩევს. ეს ლუსტრაციას მოახდენს, ვის რა დღის წესრიგი აქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მშვიდად ვილაპარაკეთ, გავცვალეთ შეხედულებები – არ ვართ ვალდებული გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ შეგვიძლია თანამშრომლობა – რაქვიაშვილი