პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მშვიდად ვილაპარაკეთ, გავცვალეთ შეხედულებები – არ ვართ ვალდებული გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ შეგვიძლია თანამშრომლობა – რაქვიაშვილი

ყველა ვთანხმდებით, რომ თუ პროცესი სწორად მიდის, კანონებს ვიღებთ, თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შეიძლება შეამციროს პოლარიზაცია,- ამის შესახებ გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თანამშრომლობის პროცესი რეფორმების მომზადების პროცესში კონსტრუქციული უნდა იყოს და არა ფორმალისტური.

“მშვიდად ვილაპარაკეთ, გავცვალეთ შეხედულებები. ჩემთვის მაგალითად, ყველაზე კარგი ნაბიჯი იქნებოდა (დეპოლარიზაციისკენ) დაგვეწყო კონსტიტუციიდან, მათი პოზიციაა, რომ კონსტიტუცია ბოლოში. ერთადერთი რაც საერთო იყო, ეს იყო ის, რომ ყველა ვთანხმდებით, თუ პროცესი სწორად მიდის, კანონებს ვიღებთ, თანამშრომლობის პროცესი ეფექტიანია, ერთმანეთს ვუსმენთ, ამან შეიძლება დაწიოს პოლარიზაცია და ეს პრობლემა მოგვარდება ასე. მე ასე ვხედავ, რომ თუ პროცესი წავიდა და ეს არ იქნება მხოლოდ ლაპარაკი, პოლარიზაციის პრობლემა მოიხსნება. ჩვენ არ ვართ ვალდებული გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ შეგვიძლია თანამშრომლობა.როცა კანონპროექტებზე მუშაობა დაიწყება, ეს უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული და არ უნდა იყოს ფორმალისტური, როცა ვიღაცამ ვიღაც ზოგადი არგუმენტებით მოიშორა”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს ევროპულ პერსპექტივას და მათ აქვთ სხვა პოლიტიკური მიზანი, სურთ არა ევროინტეგრაცია, არამედ ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიაბელარუსის გენშტაბის ხელმძღვანელი – დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი სახის შეიარაღებულ პროვოკაციაზე ჩვენი პასუხი აუცილებლად იქნება ადეკვატური და მკაცრი