მურატ ჯიოევი: ქართული მხარე ცდილობს გიუნაშვილის განთავისუფლება საკუთარ წარმატებას მიაწეროს

“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის დისკუსიის ყოველ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სვამდნენ გიორგი გიუნაშვილის საკითხს. ახლა კი ისინი ცდილობენ მისი განთავისუფლება საკუთარ წარმატებას მიაწერონ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ პატივი ვეცით აფხაზეთის პრეზიდენტის თხოვნას. სახელმწიფოს მეთაურმა ანატოლი ბიბილოვმა გამოიჩინა კეთილი ნება, ჰუმანურობა, კათმოყვარეობა და გამოეხმაურა აფხაზი კოლეგის თხოვნას”, – განუცხადა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა სააგენტო “სპუტნიკს”.
შეგახსენებთ, გიორგი გიუნაშვილი 26 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია რუსულმა და ოსურმა სააგენტოებმა გაავრცელეს. გიორგი გიუნაშვილი გასული წლის ივნისში ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მას ჯერ “საზღვრის” უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს, მოგვიანებით კი ბრალდება დაუმძიმეს, დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის მუხლით გაასამართლეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა ქიმიური იარაღით მოწამლეს
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე