ანგელა მერკელი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე. ამის შესახებ მან განაცხადა 27 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი მთავრობა უნდა იყოს შექმნილი და მზად ვართ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან დავიწყოთ მოლაპარაკება”, – აღნიშნა მერკელმა.
აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ასევე განაცხადეს მზადყოფნა მოლაპარაკებისთვის.
ინფორმაციას ავრცელებს უცხოური მედია.

banner
წინა სტატიაშიმურატ ჯიოევი: ქართული მხარე ცდილობს გიუნაშვილის განთავისუფლება საკუთარ წარმატებას მიაწეროს
შემდეგი სტატიაერევანში საქართველოს მოქალაქე თანამემამულემ დაჭრა