“მტრის ეს შეკვეთა შესრულებულია”

mikheil_saakashvili_3საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მთავრობას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვასა და „საქართველოს ძირის გამომთხრელ“ მოქმედებებში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკასვილმა ჩატაევის რუსეთთან კავშირზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა.

“თქვენ კარგად გახსოვთ ჩატაევი არ იყო ერთადერთი ვის გათავისუფლებას ვეწინააღმდეგებოდი, იქ იყვნენ ადამიანები ვინც შეიყვანეს პოლიტპატიმართა სიაში – მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების გამსაღებლები ძალიან დიდი რაოდენობით. მათ შორის იყვნენ მკვლელები, ვფიქრობ, რომ მათი გათავისუფლება შეუქმნიდა უსაფრთხოებას საზოგადოებას ასევე არის მეორე კატეგორია ხალხის რომელიც უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას სუვერენიტეტს სახელმწიფოებრიობას უქმნიდა საფრთხეს. ეს იყო ის ხალხი რომლებიც რუსეთის ჯაშუშობისთვის იყო დაკავებული და ასევე ჩატაევი, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების ძალებზე და მოსახლეობაზე თავდასხმაში იყო დაჭერილი. გახსოვთ რომ რუსეთის აგენტები შკრილნიკოვი, გეორქიანი და სხვები რომ გაუშვეს ჩვენ მანამდე ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს გაგვეცვალა ისინი რუსების მიერ დაკავებულ ქართველებზე, რომლებსაც რუსები თვლიდნენ საქართველოს ჯაშუშებად. ჩვენ ვიყავით იმ ეტაპზე რომ რუსეთი გაცვლაზე თანხმა იყო ამათ (ქართული ოცნება) კი აიღეს და გაუშვეს ისინი უპრაგონოდ”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩატაევს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ეს ხალხი რუსეთისკენ მიდიოდა”.

“იმ სიტუაციაში როცა რუსები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი, რომ მათში იყო ორი რუსი აგენტი რომელიც მიუხედავად ჩვენი შეგონებისა მიერეკებოდა რუსეთისკენ. თუ რუსეთს რაიმე საბაბი სჭირდებოდა მაშინ საქართველოში შემოჭრის და მეორე მხარეს მას სამხედრო სწავლებები ჰქონდა რაც კარგად ვიცით რა არის. ანუ როგორც კი ესენი გადავიდოდნენ, ტერორისტების საბაბით შეეძლოთ საქართველოში შემოსულიყვნენ და დამჯდარიყვნენ კახეთში ან თბილისისკენ წასულიყვნენ, ყოველშემთხვევაში საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩარეულიყვნენ. ამ რაზმის ჩაკეტვა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. მათ სამი ოფიცერი, მათ შორის ერთი ექიმი ჩაგვიხოცეს. პირად ვიყავი მათ გასვენებებში, მე თვითონ ჩავხედე მათ მშობლებს თვალებში”- თქვა საკაშვილმა.

მისი თქმით, “მოქმედმა ხელისუფლებამ ჩატაევი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ მას ლაფანყურის საქმეზე ეთქვა, რომ ეს იყო სპეცოპერაცია რომელიც ჩვენ (წინა ხელისუფლებამ) დავდგით. ახლა კი აღმოვჩნდით დიდ საერთაშორისო შარში და სკანდალში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიდღეს ლონდონში “ბრექსიტის” წინააღმდეგ 40 ათასი ადამიანი გამოვიდა
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ფრანგი პოეტი ივ ბონფუა