დღეს ლონდონში “ბრექსიტის” წინააღმდეგ 40 ათასი ადამიანი გამოვიდა

დღეს ლონდონში “ბრექსიტის” წინააღმდეგ 40 ათასი ადამიანი გამოვიდა – “ბიბისი” წერს. დემონსტრაციის მონაწილეები იმედს იტოვებენ, რომ ისინი პარლამენტზე, რომელიც რეფერენდუმის შედეგების დამტკიცებას აპირებს, ზეწოლას მოხდენენ.
დემონსტრაციის “მარში ევროპისათვის” მონაწილეები გაიდ-პარკთან შეიკრიბნენ და მთავრობის სახლის გავლით პარლამენტისკენ სამკილომეტრიან მონაკვეთი გაიარეს. პარლამენტთან დაგეგმილია ასევე მინი-კონცერტი.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას აპირებს.

https://youtu.be/lIWn6p-tO9M

 

banner
წინა სტატიაშიტერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო
შემდეგი სტატია“მტრის ეს შეკვეთა შესრულებულია”