მთვრალი 79 წლის ბრიტანელი პენსიონერი მაღაზიაში მანქანით შევარდა (ვიდეო)

გუშინ, 15 ივნისს მანჩესტერის პოლიციის განყოფილებამ საკუთარ “იუთუბზე” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მთვრალი პენსიონერი მანქანით მაღაზიაში შედის.
როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული, 79 წლის ქალი Landside Wine Store-ში მანქანით შეიჭრა და დააზიანა 6 წლის ბიჭი, რომელმაც მსუბუქი ტრავმები მიიღო. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, რომელიც 29 მაისს მოხდა, ბრიტანელს სამი წლით მართვის მოწმობა ჩამოერთვა. ასევე, მას საზოგადოებრივი მუშაობის 50 საათი მიესაჯა და ჯარიმის 240 დოლარის გადახდა დაეკისრა.

 

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ნარკომომხმარებლებისთვის პატიმრობის შეფარდებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაამერიკულმა გამანადგურებლებმა რუსეთის საზღვართან ნაღმები ჩამოაგდეს