,,მთლიანად ვუჭერთ მხარს ჩორჩანას საგუშაგოს შენარჩუნებას, ქართული პოლიციის ყოფნა აუცილებელია წესრიგისა და მშვიდობის დაცვისთვის”

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 14:24

,,მთლიანად ვუჭერთ მხარს ჩორჩანას საგუშაგოს შენარჩუნებას, ქართული პოლიციის ყოფნა აუცილებელია წესრიგისა და მშვიდობის დაცვისთვის”

საოკუპაციო ძალა, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონსა და სამართალს, რომელიც აგრძელებს ჩვენს ოკუპაციას, ღობავს ჩვენს სოფლებს, იტაცებს ადამიანებს „გაღმა შეედავეს“ პრინციპით ცდილობს, ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს სრულიად კანონიერი პოლიციის საგუშაგო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ უნდა დათანხმდეს, მტკიცედ და ამასთანავე, მშვიდად უნდა იმოქმედოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და არამხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნას შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომლებიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგისა და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ, ამ კონკრეტულ საკითხში, ჩვენ, როგორც ოპოზიცური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს პოსტის შენარჩუნებას. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგო აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

„პოსტი უნდა იქნას შენარჩუნებული, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს. დარწმუნებული ვარ, მტკიცედ და მშვიდად მოქმედების შემთხვევაში, არანაირი ნეგატიური შედეგი ამას არ მოყვება და პირიქით, ეს პოსტები უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს, სტაბილურობას და მოსახლეობის მეტ დაცულობას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ ქართული პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მოითხოვეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ადგილზე განაცხადა, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება და ის ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ. ამასთან, როგორც ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მოცემული მომენტისთვის ვითარება არის სტაბილური, ადგილზე სიმშვიდეა.

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 14:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics