ვითარება ჩორჩანაში – ტექნიკური შეხვედრა ოკუპირებულ წნელისში ტარდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური ტექნიკური შეხვედრა ჩორჩანასთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისში დაინიშნა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩორჩანიდან წნელისში ჯერ გაემგზავრნენ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი. რამდენიმე ხნის შემდეგ წნელისში გადავიდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

banner
წინა სტატიაში,,მთლიანად ვუჭერთ მხარს ჩორჩანას საგუშაგოს შენარჩუნებას, ქართული პოლიციის ყოფნა აუცილებელია წესრიგისა და მშვიდობის დაცვისთვის”
შემდეგი სტატიაჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს