“მთელი საქართველო ბიზნესად გაიფორმა, ახლა წყალტუბოს იტაცებს”- ნათელაშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტზე

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოს აღორძინების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე გააკრიტიკა. ნათელაშვილმა ინიციატივას “ქართველი ერის სოციალურ-ეკონომიკური გენოციდის გაგრძელება” უწოდა.

“ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქართველი ერის სოციალურ-ეკონომიკურ გენოციდს. ესეც გენოციდია, მთელი საქართველო ბიზნესად გაიფორმა, ოჯახში წაიღო და ახლა უკვე იტაცებს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტ წყალტუბოს,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტის საკუთარი სახსრებით განხორციელება დააანონსა. ივანიშვილის განცხადებით, სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ 8 000 ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ბაზა დაათვალიერა
შემდეგი სტატიათელავში სათამაშოების მაღაზია იწვის