“მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს არ ვაპირებთ”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.

მისივე თქმით, არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ვეყნის მასშტაბით.

„დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს, ეს ბუნებრივია დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე ამა თუ იმ რეგიონში“, – განაცხადა მეზვერიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი : ევროპული საქართველოს წევრები მალე პოლიტიკიდანაც გაიქცევიან
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერი – მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები