მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი”.

გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.

„დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს მემარჯვენეების დემოკრატიის პრიზი გადაეცა – დაჯილდოება ნორვეგიაში
შემდეგი სტატიაDefense Express: რუსეთში პატიმრებს და სტუდენტებს ქარხნებში იარაღის დამზადებასა აძულებდნენ