ზაზა ოქუაშვილი: მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს სამართლიანობის აღდგენის კუთხით

“ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, 12 წლის შემდეგ, პროკურატურამ ძალიან რთული საქმე გახსნა.

მისი თქმით, ის, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია “იბერიას” საქმე გახსნა, დადებითი მოვლენაა და მიუთიტებს იმაზე, რომ მთავრობა ამ მხრივ დანაპირებს ასრულებს.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ, რომ პროკურატურამ დაამთავრა გამოძიება „იბერიის“ საკითხზე და გამოვლინდნენ დამნაშავეები. ყველასთვის ეს არის დადებითი მოვლენა, რადგან ეს არის სამართლის აღდგენა. ეს არ არის პირველი საქმე, დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს სამართლიანობის აღდგენის კუთხით. იმედია, რომ ყველა დაჩაგრულ და არასამართლიან მდგომარეობაში აღმოჩენილ პირს, მოუწევს სამართლიანობის აღდგენა, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოქუაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ტელეკომპანიაში ვითარება დაიძაბა, საქმეში თავდაპირველად ოქრუაშვილი ფიგურირებდა, შემდეგ კი ადეიშვილი.

“პროკურატურამ ძალიან რთული საქმე გამოიძია. 12 წელი გავიდა. ჩვენთან ერთი წლის განმავლობაში იდგა ჯარი. ოქრუაშვილი დასაწყისში იყო შემოსული, თუმცა მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ ჩემ თავზე, რომ ვთქვა ვინ იყო დამნაშავე, ბოლოს იყო ადეიშვილი. ფირმამ იზარალა ათეულობით მილიონი, დამემტვრა აპარატურა, რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენ არ ვიძლეოდით წილებს და ვრჩებოდით დაუმორჩილებლები გარკვეული პარტიისგან. მადლობა საზოგადოებას, პროკურატურას და მთავრობას. უნდა გამოვლინდეს დამნაშავე, დანარჩენი ჩემი პრეროგატივა არ არის“, – განაცხადა ოქუაშვილმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებებში, რომელიც „იბერიასა“ და მაშინდელ მთავრობას შორის მიმდინარეობდა, თავად არ მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს
შემდეგი სტატიააღმაშენებლის ხეივანში ინციდენტის დროს დაჭრილი პირი ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანეს