აღმაშენებლის ხეივანში ინციდენტის დროს დაჭრილი პირი ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანეს

პოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პირი ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ექიმი ირინა ჯიქია ჟურნალისტებთან აცხადებს, პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მიერ თავის არეში რამდენიმე ჭრილობითა და ფეხში გამჭოლი ჭრილობით არის შეყვანილი.

„დაჭრილს აღენიშნებოდა მარცხენა წვივის გამჭოლი ჭრილობა, თავის არეში კი – მრავალი ნახეთქი ჭრილობები. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და ის რჩება კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების მიზნით,“ – აცხადებს ექიმი.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილი: მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს სამართლიანობის აღდგენის კუთხით
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში გამიჯნული უნდა იყოს