მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონი ლარით დაეხმარება

მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონი ლარით დაეხმარება. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი მიმართოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის განკარგულება 15 მარტით არის დათარიღებული. დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რეგულარულად იღებს სხვადასხვა ტიპის ქონებას, იქნება ეს მიწები, შენობა-ნაგებობები თუ ფულადი თანხა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, პოლიტიკურ სისტემას, მით უმეტეს, აქვს ის რესურსი, რომ თავად მიხედოს თავის პრობლემას – ვოლსკი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი