მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრების შეხვედრა უწმინდესთან დასრულდა

მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრების შეხვედრა უწმინდესთან დასრულდა. დელეგაციის წევრებმა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის პოზიცია გააცნეს, რაც უკრაინაში საეკლესიო პროცესებს უკავშირდება. ცნობილია, რომ უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მათ ვებგვერდზე განცხადება განთავსდება, სადაც დღევანდელ შეხვედრაზე იქნება საუბარი.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს საპატრიარქოდან საქართველოში ორკაციანი დელეგაციაა ჩამოსული – საფრანგეთისა და საბერძნეთის მიტროპოლიტები. ისინი თბილისში კიდევ ორ დღეს დარჩებიან.
ასევე გავრცელებული ცნობით, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ხუთშაბათს შეიკრიბება, სინოდის სხდომა გაიმართება. სინოდის წევრებისთვის განსახილველი მთავარი საკითხი უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე თემაა.

banner
წინა სტატიაშიიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, იმ ძალადობებზე, რაც ქვეყანაში ხდება – გიორგი ვაშაძე ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ მხრიდან წახალისებული არის ძალადობა – ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის წევრები ეხმაურებიან