„ქართული ოცნების“ მხრიდან წახალისებული არის ძალადობა – ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის წევრები ეხმაურებიან

ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები ეხმაურებიან. გია აბულაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს მსგავსი თავდასხმებისათვის ახალისებს და დამნაშავეებს პასუხს არ სთხოვს.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მხრიდან წახალისებული არის ძალადობა, წახალისებული არიან მსგავსი კრიმინალები, რამაც გამოიღო შედეგი და გუშინ ოზურგეთის საკრებულოს წევრს, ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ, ასევე, ოზურგეთის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიყვანილი იქნას ეს გამოძიებები ბოლომდე, დაისაჯონ „ქართული ოცნების“ საკრებულოს მოძალადე წევრები,“ – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრების შეხვედრა უწმინდესთან დასრულდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი : რამდენიმე მინისტრი თანამდებობაზე აღარ დარჩება, მათ შორის მიხეილ ჯანელიძე