მსოფლიო პატრიარქი თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში

თეოლოგი გოჩა ბარნოვი მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ბართლომემ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანადგომა გამოხატა. გარდა ამისა, ბარნოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.

“პატრიარქი, ყოველად უწმინდესი იყო ინფორმირებული როგორც პოლიტიკური პროცესებით საქართველოში, იმიტომ, რომ ის ადევნებს თვალს ყველა ქვეყანაში რა ხდება, ასევე საეკლესიოც, მაგრამ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს. მან იცის საქართველოში რა ხდება, იცის ეს პროცესები რაც ახლა მიდის და სხვათაშორის, მინდა ვთქვა, მან განაცხადა, რომ წმინდა ადამიანური გადასახედიდან, პოზიციიდან, ის თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას. ეს ჩვენ გვითხრა, მაგრამ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე”, – თქვა გოჩა ბარნოვმა.

 

თეოლოგი მსოფლიო პატრიარქს კონსტანტინოპოლში შევხდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა: ათენში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ოკუპაციასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვისაუბრებთ
შემდეგი სტატიავოლსკი: ამ შემთხვევაში აშკარა მცდელობაა, რომ „ნათელაშვილის ეზო 2“ გააკეთონ