ვოლსკი: ამ შემთხვევაში აშკარა მცდელობაა, რომ „ნათელაშვილის ეზო 2“ გააკეთონ

გია ვოლსკის განცხადებით, ჩრდილოვანი მთავრობა არის ნორმალური განვითარებულ დემოკრატიებში, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც ხელისუფლების ხელში აღების შემთხვევაში, ამა თუ იმ მიმართულებას მართავს.

„ამ შემთხვევაში აშკარა მცდელობაა, რომ „ნათელაშვილის ეზო 2“ გააკეთონ ისე, რომ მოიზიდონ იმ საზოგადოების ხმები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამა თუ იმ პარტიას და „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდრო ურთიერთობის გამო საკმაოდ სერიოზული დივიდენდები დაკარგეს, ის მცირეც, რაც ჰქონდათ მიღებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს კოალიცია არის წინასაარჩევნო ფანდი, რადგან საკმაოდ მაღალია ეკლექტიკა. ნინო ბურჯანაძის სახით რუსული მიმართულება დაიმატეს და უნდათ, საზოგადოებიდან სხვადასხვა ხმა მოიზიდონ. ჩრდილოვანი მთავრობა, როგორც პროგრესის წარმოჩენის მიზნით, იკარგება იმ რეალობის უკან, რაც ვიხილეთ იმ პერიოდში, როცა ფანჩატურში გაერთიანებული პარტიები თავის პოზიციას წარმოადგენდნენ, ვითომ, გაერთიანებულს, ახლა ის განსხვავებაა, რომ შალვა ნათელაშვილი მოტეხეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო პატრიარქი თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში
შემდეგი სტატიარუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს