მოზარდების მკვლელობა – ზაზა სარალიძე დაკავებულ პირთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს

ზაზა სარალიძე არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.

მისი თქმით, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში არაერთი ადამიანი ფიგურირებს, რომელიც გამოძიებამ უნდა დააკავოს.

„როგორც თავისმა უფლებადამცველმა განმარტა, სასამართლოზე დაკითხვის გამო იყო წინასწარ დაბარებული და რაღაც პროცედურები გავიარეთო. ვნახოთ, სასამართლოში რა კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართება. იმდენი ადამიანია დასაკავებელი და პასუხისგებაში მისაცემი და არა მარტო პასუხისგებაში მისაცემი, არამედ ძალიან ბევრია ელემენტარულად დასასჯელი კიდევ. გარკვეულწილად ყოველდღე სიახლეებია სავარაუდოდ მოსალოდნელი,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეს მიხეილ კალანდიას, სასამართლო წესით დაკითხავენ.

banner
წინა სტატიაშიგაჩიანში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავა