მოწმე ამ ახალ გარემოებაზე საუბრობს-კალანდიამ ეზოში შემოსვლიდან დაახლოვებით ერთ წუთში ამოიღო დანა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც 15:30 საათზეა დანიშნული, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ბრალდებული ლ.ნ მიხეილ კალანდიას ხელს აფარებს.

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმე ამ ახალ გარემოებაზეც ისაუბრა. ვციტირებ ჩვენებიდან:

კალანდიამ ეზოში შემოსვლიდან დაახლოებით ერთ წუთში ამოიღო დანა დაკეცილ მდგომარეობაში და მიაწოდა ბარბაქაძეს,რომელიც როგორც მახსოვს, იყო შავი ფერის, ამის შემდეგ კალანდიამ დაახლოვებით 30 წამში ამოიღო დანის ტარი და აჩვენა ბიჭებს. დანის ტარს იმიტომ ვამბობ, რომ ტარის ჭრილში მოკეცილი დანის პირი არ შემიმჩნევია, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ რომ პირი ჰქონდა.

ამბობს ეგრეთწოდებული მოწმე ლ.ნ.

გაბიიიი მარტო იმაზე ნუ აპელირებ რომ ბარბაქაძეს შეტენო. კალანდია მეიხსენიე ხოლმე. ეგ ხო შენი დასასრულის გვარია”. – წერს ზაზა სარალიძე

banner
წინა სტატიაშიროცა მივხედავ დაინახავთ – შს მინისტრს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე საუბარი აღარ სურს
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეები – ომბუდსმენი ანგარიშში არასრულ გამოძიებაზე საუბრობს