მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს.
ადგილზე პირველად მოკვლევას ჩაატარებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები, მოგვიანებით კი სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ჩაატარებს ინსპექტირებას.

აღნიშნული კოშკი 1972 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, რომანოზის ინიციატივითა და შემწეობით განახლდა.
მასალას და ფოტოს 1TV.GE ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მ ი მ ა რ თ ვ ა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი – ჰიბრიდული ომის წარმოება არის რუსული გეგმები