მოსულის ოპერაციის პირველი შედეგები

14627989_658880817605442_325471981_nთურქული მედია ,,ისლამური სახელმწიფოს,, ერაყული დედაქალაქის, მოსულის განთავისუფლების ოპერაციის პირველ შედეგებს აქვეყნებს.
საომარ ზონაში მყოფი თურქული სააგენტი ,,ანადოლუ აჟანსის,, რეპორტიორების ცნობით, ერაყის არმიამ მოსულის მიმართულებით წინსვლა დაიწყო და ქალაქის მისადგომებტთნ 8 სოფელი დაიკავა, თუმცა ამ ოპერაციის მსვლელობისას 70 ჯარისკაცი დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერაყულ არმიის კოლონას თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბებით დატვირთული მანქანა მიახლოვდა, რომელმაც კოლონის სიღრმეში შეღწევა და ავტომობილის აფეთქება შესძლო…. შედეგად 70-მდე ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა.
უკეთესი შედეგები აქვს ერაყის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთის მიმართულებით მოიერიშე ქურთების ფეშმერგას, რომელმაც 40 კილომეტრის რადიუსი ტერიტორია ისე გაანთავისუფლა, რომ მხოლოდ 5 ჯარისკაცი დაკარგა.
შედარებით მოკრძალებული წარმატებებით და ასევე დანაკარგებით გამოირჩევიან შიიტური და სუნიტური სახალხო მილიციის რაზმები, რომლებიც ასევე მოსულისკენ მიიწევენ. მათ სულ 3 ჯარისკაცი დაკარგეს ბოლო დღის განმავლობაში.
ჯერჯერობით უცნობია რა დანაკარგი განიცადა მოსულში გამაგრებულმა ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, რომელიც მოიერიშეთა საარტილერიო შეტევების გარდა კოალიციური ძალების ავიდარტყმებსაც იღებდა ბოლო ერთი დღის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში აპირებენ დაანგრიონ სახლი, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა
შემდეგი სტატია2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კრემლში დაწერილი სცენარი