მოსკოვში, 50 წლის ქართველი მამაკაცის მკვლელობის ვიდეო (ვიდეო)

50 წლამდე ქართველი მამაკაცი მოსკოვში მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი რესტორან „თბილისოს“  რესტორნის მზარეული იყო. რუსეთის პოლიციის მონაცემებით, მკვლელი 36 წლის ქალია, რომელიც უკვე დაკავებულია.
36 წლის ტაჯიკ ქალსა და 50 წლამდე ქართველს შორის დაპირისპირება სამზარეულოში დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, ქალმა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ქალის დაკავება მალევე შეძლეს. მოკლულის ვინაობა “თაიმერისთვის” ცნობილი გახდა. ის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ხორგას მვიდრი სოსო ბერაიაა.

 

https://twitter.com/i/status/1612368715412131842

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი Su-57 გამოიყენეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა