“მოშიმშილეებსა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მივეცით, რომ შიმშილობა შეწყვიტონ”

გორის ჰოსპიტალზე მიღებული გადწყვეტილება არის კარგი, რასაც სჭირდება კარგი მიმღებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გონივრული, რადგან შერჩეულია კლინიკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით.

„მოშიმშილეებსა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მივეცით, რომ შიმშილობა შეწყვიტონ, თავის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და დაიცვან საზოგადოებაში უსაფუძვლო, ზედმეტი, ზიანის მომტანი აურზაური და დაძაბულობა. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გონივრული, რადგან შერჩეულია კლინიკა, რომელსაც აქვს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები და აღჭურვილია უახლოესი აპარატურით. იქ მაქსიმალურად იქნება ყველაფერი, რაც შეიძლება მოთხოვნადი იყოს ასეთი პაციენტისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შედის
შემდეგი სტატიაშოთა შელელაშვილი: აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფა სრული სამედიცინო მომსახურებით