შოთა შელელაშვილი: აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფა სრული სამედიცინო მომსახურებით

“მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მესამე პრეზიდენტის შიმშილობას და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო სახალხო დამცველზე თავდასხმებს ეხება.
სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი და მის მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე თავდასხმები არის კატეგორიულად მიუღებელი. მე ამ ინსტიტუტს ვიცავდი დეპუტატის მანდატითაც და დავიცავ ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო.
რაც შეეხება მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, აუცილებელია მისი უზრუნველყოფა სრული სამედიცინო მომსახურებით, რათა დაცული იყოს მისი უფლებები, ჯანმრთელობა და ასევე თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება საზოგადოებაში. სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას ღირსეული პირობები თითოეული მოქალაქეს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომელიც მსჯავრდებულია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს როგორც მისი უსაფთხოებისთვის, ასევე მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, რის აუცილებლობაზე საუბრობს ათეულობით ექიმი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.
“ქართული ოცნება” სამწუხაროდ, დაემსგავსა წინამორბედს პატიმრობამისჯილ ადამიანებისადმი მოპყრობით, მაშინ, როცა მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა პატიმრებთან დამოკიდებულებაში, ახლა კი სამწუხაროდ, იგივე მოქმედებებს ვხედავთ, რასაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება იჩენდა საპატიმროში მყოფი მოქალაქეების მიმართ.
მიმაჩნია, რომ ქვეყანა ახლა ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ იმყოფება, საპატიმროშია ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 50 დღეა, შიმშილობს. ის იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც დღემდე ჰყავს მხარდამჭერები და მათი აზრი ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ აქვს მსგავსი მაგალითი და ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება გონიერება, რომ ვუერთგულოთ ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს, რომლისკენ სწრაფვაც ჩვენი გაცხადებული მიზანია”-წერს ყოფილი დეპუტატი შოთა შელელაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მოშიმშილეებსა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მივეცით, რომ შიმშილობა შეწყვიტონ”
შემდეგი სტატიახოშტარია: გორში გადაყვანის გადაწყვეტილება ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია