მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით, მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა

საქარტველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა მთავარი პროკურატურა.

იგი პროკურატურაში გამოკითხვაზე, მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.

„ჩემთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი. იმ შემთხვევაში თუ პირის მიმართ მართლა ხორციელდება ზეწოლა, პირმა ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარესთან განცხადება გააკეთა, ლეგიტიმური ვალდებულებაა ნებისმიერი ჩვენგანის, გვაქვს ინფორმაცია თუ არა, გამოვცხადდეთ,“- განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, იგი აცხადებს, რომ პორკურატურაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მივა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი : ,,კვლევისას ძირითადად ფოკუსირება ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გაკეთდა”
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია : ვფიქრობ, პაპუაშვილმა ჩვენება უნდა მისცეს და გამოძიებამ მიუკერძოებლად უნდა გააკეთოს დასკვნები