ნინო ლომჯარია : ვფიქრობ, პაპუაშვილმა ჩვენება უნდა მისცეს და გამოძიებამ მიუკერძოებლად უნდა გააკეთოს დასკვნები

ვფიქრობ, რომ პაპუაშვილმა უნდა მისცეს ჩვენება გამოძიებას და გამოძიებამ მიუკერძოებლად უნდა მოახერხოს ფაქტების გადამოწმება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, -ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლომჯარია იმედოვნებს, რომ შეხვედრის დროსა და ფორმატთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდებიან.

„ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში გარკვეული კონსესუსის პოვნაა საჭირო, კარგია ის, რომ პაპუაშვილის განცხადებით, ის მზად არის შეხვდეს პროკურატურას და მისცეს ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება, იმედი მაქვს, რომ შეხვედრის დროს და ადგილთან დაკავშირებით მოხდება მოლაპარაკება, სამწუხაროდ სხვა შესაძლებლობას, რომ სხვაგვარად მოხდეს ამ ტიპის გამოძიება, კანონმდებლობა არ იცნობს, თუმცა თუ იქნება შეთანხმება დროსა და ფორმატთან დაკავშირებით, რომელი უწყების მიერ ექნება მას ნდობა რომ გამოიძიონ საქმე, ეს იქნება კარგი, რადგან ვფიქრობ, რომ პაპუაშვილმა უნდა მისცეს ჩვენება გამოძიებას და გამოძიებამ მიუკერძოებლად უნდა მოახერხოს ფაქტების გადამოწმება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება“,- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ლალი ფაფიაშვილის თქმით, მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი : ტურისტებისთვის თურქეთში ჩასვლა საფრთხეს არ წარმოადგენს