“მორწმუნე ხართ თუ არა?”-მერაბ ქვარაიას კითხვა მოსამართლეობის კანდიდატს

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, არის თუ არა მორწმუნე.

“მორწმუნე ხართ თუ არა?” – ჰკითხა ქვარაიამ.

კითხვაზე მოსამართლეობის კანდიდატმა პასუხი გასცა, რომ ის დიახ, მორწმუნეა.

“დიახ, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი” – აღნიშნა ქოჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ჭარაია შრომის კოდექსში ცვლილებებზე – მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურმა ეკონომიკურმა პროგრესმა უნდა მოიტანოს და არა მაღალი ხელფასის დაძალებამ
შემდეგი სტატია“კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ”