მომღერალი ვალერი მელაძე უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი

 სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მოსკოვის პროკურატურა მომღერალ ვალერი მელაძეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების საქმეზე შეამოწმებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ,,უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური პროექტის” ხელმძღვანელმა,  ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურორს მიმართა მომღერლის შემოწმების თხოვნით.
მისი ვარაუდით, მელაძის კონცერტებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ირიცხებოდეს. იანვარში რუსეთში დიდი ხმაური მოჰყვა ერთ-ერთ წვეულებაზე მომღერლის ნათქვამ სიტყვებს: “მ,,გეროიამ სლავა”, რომელიც თქვა შეძახილის – ,,სლავა უკრაინის” პასუხად. რუსეთის დუმის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ვალერი მელაძის ქმედებას ღალატი უწოდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.
banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის თავდაცვის სამინისტროს ჩასაფრება ასწავლეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ადეკვატურია