მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო – სააკაშვილის ექიმს ციხეში არ უშვებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება არ ეძლევა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ციხეში შეშვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ მისი ვიზიტი აუცილებელია, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შიმშილობის გამო, საკმაოდ გართულებულია.

“საკმაოდ რთულია შიმშილობა ამდენი ხნის განმავლობაში. ამას ემატება მისი სისხლის დაავადება და აუცილებელია ჩემი შესვლა და ნახვა. ადამიანურად გთხოვთ, მომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო ბატონი პრეზიდენტი და კიდევ 10 წუთი იმისთვის, რომ ვნახო მისი ანალიზები, დაველაპარაკო ციხის ექიმებს, რომლებიც მეც ძალიან მომწონს. მე, როგორც მოქალაქეს, არ მესმის, რა გავაკეთე ასეთი ცუდი, ან რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ჩემ მეგობართან, პაციენტთან, მოვინახულო და გავიგო, რა სიტუაციაშია“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი:საქართველოს მე-3 პრეზიდენტი პუტინის გასახარად დღეს არის საპატიმროში, ეს არათუ სამწუხაროა არის ძალიან მძიმე მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის