გიგი წერეთელი:საქართველოს მე-3 პრეზიდენტი პუტინის გასახარად დღეს არის საპატიმროში, ეს არათუ სამწუხაროა არის ძალიან მძიმე მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის

„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროვოკაციები რაც ვნახეთ იგივე გზების ჩაკეტვა და ა.შ, არანაირად არ მოხდეს და მშვიდობიანი ხასიათი იქნას შენარჩუნებლი“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა

„დღევანდელ აქციას რათქმაუნდა ექნება სოლიდარობა და მხარდაჭერა და როგორც ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს ამ აქციაზე მისვლას, ასეთ პროცესი აუცილებელია დემოკრატიისთვის, ხალხის ხმა უნდა იყოს გაგონილი გაგონილი მაშინ, როცა არიან პოლიტპატიმრები და საქართველოს მე-3 პრეზიდენტი პუტინის გასახარად არის საპატიმროში, ეს არათუ სამწუხაროა არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამას რა თქმა უნდა სჭირდება ხალხის ხმა, აქტივობა, მშვიდობიანი პროცესი, რაც ვფიქრობ იქნება გარანტირებული ორგანიზატორების მიერ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პროვოკაციები რაც ვნახეთ იგივე გზების ჩაკეტვა და ა.შ, არანაირად არ მოხდეს და მშვიდობიანი ხასიათი იქნას შენარჩუნებლი, შემდგომში კი საზოგადოების წნეხმა უნდა მოიტანოს ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, რაც იქნება სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმროდან.“ – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიმომეცით 10 წუთით უფლება, რომ ვნახო – სააკაშვილის ექიმს ციხეში არ უშვებენ
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან მომავალი კოლონები სოლიდარობის ნიშნად რუსთავის ციხესთან გაჩერდნენ