“მოხსენების გამოქვეყნების თარიღში ცვლილება საქართველოსთან არ არის დაკავშრებული”

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადავადება საქართველოს მიზეზით არ მომხდარა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, ვიზალიბერალიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით არის გამოწვეული.

„მოხსენების გამოქვეყნების თარიღში ცვლილების შეტანის მიზეზი საქართველო, ან მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი არ ყოფილა. გუშინ ევროკავშირთან გამართული კონსულტაციებისას დადასტურდა, რომ ის შედეგები, რომლებიც მოხსენებით გახდება ცნობილი, არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, შედეგებზე და არამც და არამც სხვა შედეგებზე. ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს დაიკავებს რამდენიმე დღეს, რაც დაკავშირებულია ტექნიკურ საკითხებთან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ხვალ დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც ვიზალიბერალიზაციის თემაზე და ევროკომისიის დასკვნაზე უნდა ჩატარებულიყო, გადადო.

როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

banner
წინა სტატიაში“კოკაინის საქმე”, ბესელია და კობახიძე – ვინ ცდილობდა ზაუტაშვილის შეწყალებას?
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ დავალებები ფრიადზე შეასრულა