“კოკაინის საქმე”, ბესელია და კობახიძე – ვინ ცდილობდა ზაუტაშვილის შეწყალებას?

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=59173შეწყალების კორუფციული სკანდალზე გაზეთი „ქრონიკა პლუსი“ ახალ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საკუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ „კოკაინის სკანდალის“ ყველა მონაწილე პირი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს. როგორც გაზეთი წერს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილე გელა ხვედელიძემ სიიდან „კოკაინის სკანდალის“ მონაწილე პირების ამოღება კატეგორიულად მოითხოვეს – „ჩვენი წყარო იხსენებს, რომ გელა ხვედელიძესა და ეკა ბესელიას შორის საკმაოდ მძიმე სატელეფონო საუბარიც შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინდია ჯანელიძე და გიორგი ზედელაშვილი. ეკა ბესელიამ თავი იმით იმართლა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის მოთხოვნას მხარი ვერ აუარა. საბოლოოდ, აღარ დაკონკრეტდა, რა კავშირი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნუგზარ ბოჭორიშვილთან, არსებობდა ვარაუდი, რომ ბოჭორიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ აფინანსებდა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ „ქრონიკა+“-ის წყარო დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. საბოლოო ჯამში, ბოჭორიშვილი და კომპანია პოლიტპატიმრების სიიდან სწორედ შს სამინისტროს კატეგორიული მოთხოვნით ამოიღეს. ამავე პერიოდში ნუგზარ ბოჭორიშვილი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლას მოითხოვდა და შესაბამისი განცხადებით იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს ნუგზარ ბოჭორიშვილმა ბეს სახით 200 000 დოლარი გადაუხადა, ხოლო დარჩენილ თანხას ისინი „კოკაინის სკანდალის“ მონაწილე პირების განთავისუფლების შემდეგ მიიღებდნენ“ – წერს გამოცემა.

„ქრონიკა პლუსი“ სკანდალური საქმის სხვა დეტალებზეც ავრცელებს ინფორმციას და აანონსებს რომ „კოკაინსი საქმის“ სკანდალი სოზარ სუბარამდე მივა.

„ნარკოკარტელის წევრების შეწყალების საქმეში მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას შემდეგ სკანდალში აუცილებლად გაეხვევა დევნილების ამჟამინდელი მინისტრი, სოზარ სუბარი. „კოკაინის სკანდალის“ ერთ-ერთი მონაწილე, კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი, სუბართან კავშირზე გავიდა და გურჩიანი ეკა ბესელიას სწორედ სოზარ სუბარმა დააკავშირა. (ამბობენ, იმასაც რომ 200 000 დოლარის გადაცემის ორგანიზება სწორედ თენგიზ გურჩიანის მეშვეობით მოხდა.)“ – წერს გამოცემა და საკუთრ წყაროზე დაყრდნობით ანასტასია ზაუტაშვილის არშემდგარი შეწყალების ისტორიაზე ავრცელებს მორიგ სკანდალურ ინფორციას

„2014 წლის ივნისში ანასტასია ზაუტაშვილმა კომისიას შეწყალების თხოვნით მიმართა და უარიც მიიღო, რადგან, შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების მომენტისთვის სასჯელის ნახევარზე მეტი უნდა ჰქონოდა მოხდილი, რაც ამნისტიის მერე მის შემთხვევაში ექვს წელსა და რამდენიმე თვეს გულისხმობდა, ზაუტაშვილი კი სასჯელს მეხუთე წელია, იხდიდა. რაც შეეხება განსაკუთრებულ გარემოებათა განხილვის საკითხს, ზაუტაშვილის შემთხვევაში, ეს საკითხი კომისიის არც ერთ წევრს არ დაუყენებია. შეწყალებაზე უარი ამავე მოტივით მიიღო კიდევ ერთმა წევრმა, რომან მუსემიანმა.

2014 წლის ოქტომბერში შეწყალების კომისიაზე ზეწოლები დაიწყო. ბესელია-კობახიძის დუეტმა კომისიის წინააღმდეგ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე ჩართეს, რომელსაც, როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში წინა ხაზზე უშვებენ ხოლმე, ანასტასია ზაუტაშვილმა და კიდევ ორმა პირმა შიმშილობა დაიწყო, ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტის შეწყალების კომისიის გაუქმებას მოითხოვდა(!!!) და რეზიდენციასთან აქციებს მართავდა. მოშიმშილე ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პირადად შეხვდა, რომელმაც მას აუხსნა, რომ ექვსი თვის გასვლის შემდეგ უფლება ჰქონდა, შეწყალების კომისიისთვის განმეორებით მიემართა, უბრალოდ, დადგენილი კრიტერიუმები დაცული უნდა ყოფილიყო.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი ამ შეხვედრაზე ისტერიკამდე მივიდა, ბოლოს დიდხანს ტიროდა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანდასწრებით ზვიად ქორიძეს პირდაპირ უთხრა: ეკა ბესელიას ჩემგან გადაეცით, დედას მოვ…ვ, გვერდით მოვიჯენ, ფული წაიღო და აქედან ჩემი გაყვანის საქმე როგორც უნდა, ისე მოაგვაროსო. ამავე წყაროს ინფორმაციით, ელისაშვილ-ქორიძის განცხადებების შემდეგ მანანა კობახიძემ ანასტასია ზაუტაშვილს შეუთვალა, _ ოღონდ ახლა წყნარად იყავი და ხმა არ გაიღო, ეს სკანდალი ჩაივლის და შენს შეწყალებაზე პირველ რიგში ვიზრუნებო“ – წერს „ქრონიკა პლუსი“ დღევანდელ ნომერში

წყარო

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უახლოეს წლებში 200 000 მოქალაქეს განვკურნავთ
შემდეგი სტატია“მოხსენების გამოქვეყნების თარიღში ცვლილება საქართველოსთან არ არის დაკავშრებული”