მივმართავ ხელისუფლებას, არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია – ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაარბიოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია.

ბესელიას მტკიცებით, ერთადერთი გამოსავალი მოცემული სიტუაციისგან დიალოგია.

“კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას – არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ! დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!” – წერს ბესელია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისპეცრაზმი და სპეცტექნიკა პარლამენტის შენობასთან – აქციაზე ვითარება დაიძაბა
შემდეგი სტატია“ფეხები არ მოგვჭამო ბიძინა! ”-ხოშტარია