მიუღებლად მიმაჩნია, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არ აიღონ პასუხისმგებლობა – ნარჩემაშვილი აქციის მონაწილეთა დარბევაზე

„კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია რიგით პოლიციელებზე გადატყდეს ჯოხი“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი 20 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება ინსტიტუციების გადასარჩენად.

„კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია რიგით პოლიციელებზე გადატყდეს ჯოხი და საშუალო, მაღალი და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ ხდება მარტო ხელისუფლებების გადასარჩენად ან ხელისუფლებაში დასარჩენად. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება ინსტიტუციების გადასარჩენად,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მოითხოვეს და მიიღეს ტრუპები, ახლა მისი ნასხლეტები ეცადნენ საკანონმდებლო ორგანოში შემოჭრას” – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიაშედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი – ბიძინა გეგიძე