“მიწაზე დაეშვან, თვალებში ჩახედონ რეალობას, ცალ თვალში მაინც”- კახიძე

მიწაზე დაეშვან, თვალებში ჩახედონ რეალობას, ცალ თვალში მაინც – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

„ყველანაირ უტიფრობას, თავხედობას აქვს თავისი საზღვარი. გამოიყენეს დიდი ცხოველების გასაჩერებლად განკუთვნილი პლასმასის ტყვიები, რითაც ახალგაზრდები დაასახიჩრეს. პოლიცია ხალხს თვალებსა და თავში ესროდა. ახალგაზრდები დაბრმავდნენ და ადამიანები არიან ხელოვნურ სუნთქვაზე, აპარატზე შეერთებული კომატოზურ მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვიან. ეს უნამუსო და უტიფარი ხალხი როგორ ბედავს, პასუხისმგებლობა ვინმე სხვას დააკისროს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. ყველამ ვიცით, პოლიცია როგორ ნადირობდა, ადამიანებს რა ტყვიებს ესროდნენ.

ვინც ბრძანება გასცა თავში სროლაზე, ტყვიების სროლაზე, უმკაცრესად დაისჯება. ვინც დაკავებულია, რომ გიორგი გახარიას სამარცხვინოდ გადაეფარონ, პასუხს აგებენ. საკუთარ თავზე აიღეს, ნაცვლად იმისა, რომ ამას გამიჯვნოდნენ. გადადგეს ეს პირი, მისი პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები დასახიჩრებული არიან. საუბარი, რომ ვიღაც პარლამენტში იჭრებოდა თუ არა, მეასეხარისხოვანია, ნადირობა და ადამიანების თვალების გარეშე დატოვებაზე პასუხისმგებელია მინისტრი. ცოტა ადეკვატურები გახდნენ, მიწაზე დაეშვან, თვალებში ჩახედონ რეალობას, ცალ თვალში მაინც“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარშანია: ჟურნალისტები ენმ-ის მომსახურე პერსონალი ხართ, რა ბინძური შეფასებები გამიბედეთ?
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომას