მარშანია: ჟურნალისტები ენმ-ის მომსახურე პერსონალი ხართ, რა ბინძური შეფასებები გამიბედეთ?

“ჩვენი ფრაქციის სახელით, კატეგორიულად მოვითხოვთ, სამივე აქ მოსვლას. სუსის უფროსის, შს მინისტრის და რასაკვირველია, მთავარი პროკურორის. აუცილებელია ეს. დღესვე მობრძანდნენ აქ და ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და შეკითხვებიც დავუსვათ ძალიან მწვავე და საჭირო. ეს პირველი, მეორე,ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, ქართული ოცნების დეპუტატებო. ბოლოსდაბოლოს, ის ვინც მებრძოლი ხართ იქ და ბევრი ჩვენი თანამებრძოლი ბრძანდებით იქ და პატიოსანი ხალხი, იმის მერე რაც აქ მოხდა და განვითარდა. თქვან ვერ ხედავთ რომ უნდა დატოვოთ უმრავლესობა? ვერ ხედავთ თქვენ ამა აუცილებლობას? იმიტო რომ თვენი ე.წ პოლიტ ელიტა თქვენს ზურგს უკან ძალიან ბნელ მოლაპარაკებებში და კოჰაბიტაციაში რომ არის ამ სადისტური პარტიის [ნაციონალური მოძრაობა] წევრებთან.

ამას ვერ ხედავთ? რამდენჯერ უნდა დარწმუნდეთ ამაში? აგერ უკვე თვალების ამოთხრამდე. რაც ამ დარბაზში მოხდა იყო აშკარა პროვოკაცია. გადავსებულია პარლამენტის აპარატი ნაციონალური მოძრაობით.

როგორ და რანაირად მოხვდა ის გავრილოვი მანდ, მოიკითხეთ თქვენთან. მინდა, მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში არიან მომსახურე პერსონალი აი, ამ სადისტური პარტიის, რომელიც კოჰაბიტაციაში არის “ქართული ოცნებასთან” და თანაოკუპანტია გავრილოვის, გავრილოვზე ნაკლებები ესენი არ არიან.

თქვენ ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ, რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ, გავრილოვს მე ვუთავისუფლებდი თურმე აქ ადგილს, ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან, პირველის ჟურნალისტები, რომლებსაც პირველი ჰქვიათ სამართლიანად ხალხში, რუსთავი 2, ცრუსთავი რომ ჰქვია სამართლიანად ხალხში და სამწუხაროდ, ვაი, იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოს ინტერვიუზე არ მოხვიდეთ და ჩემს კაბინეტთან ახლოს არ მოხვიდეთ, თქვენ ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი. ბოდიში მომიხადეთ, რაც მე გამიკეთეთ ამ დღეებში, ნუ მასწავლით, ოკუპანტს როგორ უნდა ველაპარაკო, მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ,თვალებში ვუყურებ და ვეუბნები ოკუპანტს იმას, რაც ეკუთვნის ”-განაცხადა პატრიოტთა ალიანსის წევრმი, ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“, პოლიტიკურმა შავმა ჭირმა დაგეგმა ეს ძალადობრივ აქტი – სესიაშვილი
შემდეგი სტატია“მიწაზე დაეშვან, თვალებში ჩახედონ რეალობას, ცალ თვალში მაინც”- კახიძე