მიშელი: პუტინს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ – არანაირი ოპოზიცია, არანაირი არჩევანი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში “გამარჯვებას” ულოცავს.

“მსურს, ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი”. – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი ევროკავშირს: წადით თქვენი…
შემდეგი სტატიამექსიკაში გატაცებული საქართველოს მოქალაქეების პირველი კადრები