მიშას ნაღმზე აფეთქებული ბიძინა

საქართველოს ახალგაზრდობა, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას, კორუფციას, ხელისუფლების უზურპაციას და სახელისუფლო ელიტის აშკარა პრორუსულობას, ახალგაზრდობა, რომელიც საპროტესტო აქციებზე სკანდირებს ,,პუტინ ხუილო,, და ,,ოლიგარქო წადი,, გახლავთ ის ნაღმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაუტოვა ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, თავისი 9 წლიანი მმართველობის შემდგომ.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე საპროტესტო ტალღის მონაწილე ქართველი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილს, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები არ გააჩნია, ეს ახალგაზრდობა იმ პატრიოტულ, პროევროპულ, ანტირუსულ რიტორიკაზე და იდეოლოგიაზეა აღზრდილი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, სრულიად სამართლიანად და გეგმაზომიერად, სხვადასხვა საშუალებებით ინერგებოდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელსაც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ მოსწონთ, სრულად იზიარებს იმ მოსაზრებებს, რომელსაც თავად სააკაშვილი დღემდე აფიქსირებს ქვეყნის საგარეო კურსის, რუსეთისა და ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.

თუ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ახალგაზრდების აღშფოთების ძირითადი მიზეზი, უსამართლობა გახლდათ, დღეს უსამართლობასთან ერთად, სასწორზე ქვეყნის კურსი და მისი მომავლის განსაზღვრა დევს, რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციისა და გაბრაზების საბაბი ხდება. ივანიშვილის პრორუსულმა და კაპიტულანტურმა პოლიტიკამ, ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა სახის პრობლემებთან ერთად, მისი ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ, სააკაშვილის მიერ ,,ჩადებულ,, იდეოლოგიურ ნაღმთან, ანუ პროდასავლურად მოაზროვნე ახალგაზრდობასთან შეჯახებამდე და ,,აფეთქებამდე,, მიიყვანა. რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, სწორედ რომ იმ განსხვავებულ ფასეულობებს შორის ომია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდობას და ივანიშვილის ხელისუფლებას გააჩნია. რაც შეეხება ,,აფეთქების,, შედეგებს, ამ დროისთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ერთი კითხვა… სადამდე მივა პროტესტი, რა მასშტაბებს შეიძენს და რა პოზიტიურ შედეგებს მოიტანს ის, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განწყობილი ხალხისთვის? ანუ, რამდენად ძლიერი იქნება ,,აფეთქების ტალღა,, და ,,ნაღმზე აფეთქებულებს,, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ…. პოლიტიკურ კიდურებს დაკარგავენ ისინი, თუ პოლიტიკურ სიცოცხლეს?

კახაბერ ადამია ,,თაიმერის,,
ანალიტიკური სამსახური 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა
შემდეგი სტატიარუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფას მოუწოდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს