აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა

“ბოლოს პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით – აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” მზადაა ჩამოსული ტურისტებისთვის ჩაატაროს უფასო მასტერკლასები ტრადიციულ მუსიკაში”-აღნიშნულ განცხადებას აფცხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. ანსამბლი კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა.

“დაინტერესებულო ძვირფასო სტუმრებო მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე!

✌გელოდებით!”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც “შავნაბადას” ოფიციალურ გვერდზე ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიმზად ვარ პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ივანიშვილის გასტუმრებაში
შემდეგი სტატიამიშას ნაღმზე აფეთქებული ბიძინა