მიქაია გოგაშვილს: ვარდენ, ამ საღამოს, ოსამა ბინ ლადენი გადმოდის ბუკ-ნაღარით საქართველოს საზღვარზე

“ციკლიდან: ქართული ო ყ ნების ჯარისკაცები.
სოსო გოგაშვილო, რა გინდოდა წვენებში?!
რა ძალა გადგა, ყოფილიყავი ფარშის დისტრიბუციაში, გეკეთებინა შენი საქმე და ასე არ გაგებანძებინა საკუთარი თავი და ,,ქართული ოცნებაც”…
ინგა გრიგოლისი არ იყოს, მართლა კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა ხელისუფლების საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რაც ამ საღამოს ინგასთან ეთერში იბოდიალე, მართლა მძიმე მოსასმენი იყო…
ნუთუ, არ გყავს ერთი ახლობელი ადამიანი მაინც, რომელიც მოურიდებლად გეტყვის, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო ემსგავსები ,,უდიპლომო სასიძოდან” ცნობილ პერსონაჟ ვარდენს, ერთი განსხვავებით, ბოლოს თუ გახსოვს, აღმოჩნდება, რომ ვარდენა არ გაგიჟებულა, უბრალოდ, დათვრა… შენ კი, მართლა გაგიჟდი, შე უბედურო…
შენი ცოდვა მიეცა იმას, ვინც შენ უშიშროების სამსახური ჩაგაბარა…
P.S. ვარდენ, ამ საღამოს, ოსამა ბინ ლადენი გადმოდის ბუკ-ნაღარით საქართველოს საზღვარზე შენ სანახავად, ცოცხალი ყოფილა, მაგ ჩათლახი, კიევში აქვს სუპერმარკეტი და ისიც ფარშის დისტრიბუტორია, თურმე…

 

კახა მიქაია

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჩარკვიანი იაგო ხვიჩიას განცხადებაზე: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი
შემდეგი სტატიაიტალიელი 15 წელი არ დადიოდა სამსახურში, მაგრამ ხელფასს იღებდა