იტალიელი 15 წელი არ დადიოდა სამსახურში, მაგრამ ხელფასს იღებდა

კალაბრიაში, ქალაქ კატანძაროს ქალაქის საავადმყოფოს თანამშრომელი 15 წელი არ დადიოდა სამსახურში, მაგრამ ხელფასს იღებდა – იტალიის პოლიცია საქმეს იძიებს.მამაკაცის სახელი და გვარი არ ქვეყნდება. მისი წლიური ხელფასი 538 ათასი ევრო იყო. პოლიციამ დაადგინა, რომ მან თავისი უშუალო უფროსი, რომელმაც აღნიშნულის შესახებ იცოდა, დააშინა. უფროსი რამდენიმე ხანში სამსახურიდან წავიდა. მის შემდეგ მოსულმა მენეჯერმა, სავარაუდოდ, სქემა ვერ შეამჩნია. საქმეზე 6 ადამიანია დაკავებული. მამაკაცს ბრალი გამოძალვის, თაღლითობისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიმიქაია გოგაშვილს: ვარდენ, ამ საღამოს, ოსამა ბინ ლადენი გადმოდის ბუკ-ნაღარით საქართველოს საზღვარზე
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე-იღუმენ დანიელს, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრეს განვკვეთავ თუ შაბათამდე არ მოინანიებენ.